საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია XII-XIV საუკუნეები. ამ ეპოქაში ორი მეზობელი ქვეყანა არსებითად ერთ სახელმწიფოდ-საქართველოს სამეფოდ გაერთიანდა. თუ როგორი იყო ამ გაერთიანების პოლიტიკური და სოციალური საფუძველი, ამის შესახებ ქართულ და სომხურ ისტორიოგრაფიაში ერთიანი აზრი არ არსებობს. წინამდებარე ნარკვევში, აღნიშნულ საკითხზე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროს ანალიზის საფუძველზე, მიღებულია მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის დასადგენად აღნიშნულ ეპოქაში.