ავტორის შესახებ
ზურაბ რატიანი ( დ. 3 მაისი,1938, თბილისი – გ. 6 აგვისტო, 2022 ) – ქართველი მწერალი, მეცნიერი და ჟურნალისტი. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტისტუტის წამყვანი მეცნიერი მუშაკი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მხატვრული, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაწარმოები, მათ შორის პიესები: „ცოტნე დადიანი“, „ცის გახსნა“, „ფეხბურთის ძალა“; წიგნები: „ატლა“, „უკვდავების გზა“, „საქართველოს სოციალური წყობა XIII-XIV საუკუნეებში“, „წყაროთა ღაღადი“, „დღენი თავისუფლებისა“, „კაცი უჩინმაჩინი“; მონოგრაფია — „საქართველო X-XIII საუკუნეებში“. 1990 წელს არალეგალურად გამოსცა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ნაცარქექიას“ ორი ნომერი.