წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია მტკიცების, მტკიცებულების, დამტკიცების საკანონმდებლო და დოქტრინული განმარტებები, ამ ცნებათა თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობები, გამოვლენილია საქართველოს სსსკ ნორმათა დახვეწა-დაზუსტებისა და გაუმჯობესების მრავალი შესაძლებლობა. შეთავაზებულია შესაბამისი რეკომენდაციები. საკმაოდ დამაჯერებლად დასაბუთებულია მტკიცებითი სამართლისა და მტკიცებითი თეორიის არსებობა. გაანალიზებულია მოქმედი სსსკ-ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირება-დამაგრების, ამოღების, დაგროვების, სისტემატიზების, შესწავლა-გაანალიზების შეფასების და გამოყენების საკითხებს. გამოკვლეულია მოქმედი სსსკ ნორმების, კონსტიტუციასა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის საკითხებიც და შეთავაზებულია, ავტორის აზრით, საჭირო რეკომენდაციები.