ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ბოლო ჟამის ომი

გამოცემის წელი2019
რედაქტორიანა ჭაბაშვილი

რა მოხდა კანუდუსში? რა მოვლენები დატრიალდა მრავალთათვის ლამის მიწიერ სამოთხედ, სიცოცხლის, კარნავალებისა.და ხალისის სიმბოლოდ ქცეული ბრაზილიის ერთ მივარდნილ კუთხეში მე-19 საუკუნის მიწურულს? ვინ იყო ის იისფერსამოსიანი კაცი, ვინც შეძლო, ერთ მუშტად გაეერთიანებინა სოფლის მახინჯები, პირსისხლიანი ავაზაკები, ყველა ჯურის მარგინალები, ცოდვილნი, ყოფილი მონები, ვაჭრები თუ უბრალო გლეხები, ერთ თანასწორუფლებიან კომუნად ჩამოეყალიბებინა, ეგოიზმსა და უკეთურებაზე უარი ეთქმევინებინა, ახლად შექმნილი რესპუბლიკისთვის დაეპირისპირებინა და თავისი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი ბრძოლების მონაწილენი გაეხადა: ღვთით მოვლენილი წინასწარმეტყველი, საკუთარ ინტერესებს აყოლილი ავანტიურისტი, თავისუფლებისთვის მებრძოლი უტოპისტი თუ შეშლილი ფანატიკოსი? როგორ მოხდა, რომ ათასობით ადამიანი მას მესიად აღიარებდა?