წიგნში „სწავლანი და სიბრძნენი ფილოსოფოსთანი“ ქვეყნდება ექვსი საერო აპოფთეგმური კრებული, რომლებშიც თავმოყრილია ~ მრავალი ფილოსოფიური და დიდაქტიკური შინაარსის მახვილგონივრული თქმა (აფორიზმი, სენტენცია, იგავი და მისთანები) ტექსტები დასაბეჭდად მომზადებულია ძირითადი ხელნაწერების მიხედვით. მათ უძღვის ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევი „ძველქართული საერო აპოფთეგმები“ და ერთვის საკუთარ სახელთა და არქაულ სიტყვათა ლექსიკონი.