ჰაინეს ესთეტიკურ შეხედულებათა ანალიზი, მათში გარკვეული სისტემითი მთლიანობის დაძებნა ორგანულად უკავშირდება მწერლის მსოფლმხედველობისა და შემოქმედების შესწავლას. ჰაინეს ჩამოყალიბება, როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატისა და ხელოვნების თეორეტიკოსისა, ხდება რთულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია ვიქონიოთ წარმოდგენა ამ მწერლის მსოფლმხედველობასა და შემოქმედებაზე, მის ესთეტიკურ თეორიაზე.