მეხუთე საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ლაზარ ფარპეცის „სომხეთის ისტორია“ გადმოცემს სომხეთის თავგადასავალს 387-485 წლებში. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ირანის პოლიტიკას სომხეთმი და სომხეთის ბრძოლას სპარსელების წინააღმდეგ. გზადაგზა ავტორი ბევრ საინტერესო ცნობას გადმოგვცემს საქართველოს შესახებაც. ეს ცნობები შეეხება საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ ისტორიას, ისტორიულ გეოგრაფიას და რიგ სხვა საკითხებს განსაკუთრებით საყურადღებოა ცნობები, რომლებიც აგვიწერენ ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ 482-484 წლებში. წინამდებარე გამოცემაში „სომხეთის ისტორიიდან ამოკრეფილია ცნობები საქართველოს შესახებ, მოცემულია მათი თარგმანი და ანალიზი.