ავტორის შესახებ
გიორგი წერეთელი ( დ. 21 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 8 ოქტომბერი], 1904, ახლანდელი დაბა თიანეთი – გ. 9 სექტემბერი, 1973, თბილისი ) – ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი (1966), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი (1964).