ნაშრომში მონოგრაფიულად არის შესწავლილი ხალხში გავრცელებული ლექსი „ფილოსოფოსნი შემოკრბეს“. ავტორი ადგენს მის ტექსტს და ცდილობს გაარკვიოს ლექსთან დაკავშირებული ძირითადი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხები. მისი აზრით, ეს ლექსი გავრცელებული ყოფილა ძველ ქართულ მწერლობაში და უნდა ეკუთვნოდეს რუსთველს.