„სიტყვის-გება სოგრატისი და სხვათა ფილოსოფოსთა“ წარმოადგენს რუსული „აპოფთეგმატას“ ქართულ რედაქციას, რომელშიც თავმოყრილია ანტიკური ხანის ფილოსოფოსთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ზნეთსწავლულობის ბრძნული აფორიზმები სენტენციები და გნომები. ტექსტი ქვეყნდება XVIII საუკუნის ძირითადი ხელნაწერების მიხედვით, უძღვის შესავალი, და ერთვის შენიშვნები საკუთარ სახელთა განმარტებითი საძიებელი და ლექსიკონი.