შუა საუკუნეების სომეხი მემატიანის მხითარ აირივანეცის თხზულება „ქრონოგრაფიული ისტორია“ XIII ს-ის ძეგლია, შეიცავს ისტორიულ ფაქტებს უძველესი დროიდან 1289 წლამდე. აქვეა წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი სიები სხვადასხვა ქვეყნის საერო თუ სასულიერო ხელისუფალთა ქრონოლოგიურად დალაგებული სახელებით, ნაწარმოებში მოტანილია ცნობები საქართველოს შესახებაც.