,,რომანში მოქმედება იწყება საქართველოს უბოროტესი მტრის სულთანს თურქეთთან ბრძოლაში ქართველთა ლაშქრის გამარჯვებით, რასაც მოჰყვება აღლუმ-ზეიმები, გურიის მთავრის ასულ მზია გურიელისა და ლეჩხუმის მმართველ მაიზერ გელოვანის სიყვარულის საოცარი თავგადასავალი, ავტორის ბელეტრისტული ხერხები აღწევს იმას, რომ ნაწარმოებში მთელი იმდროინდელი ცხოვრება მოექცეს, რაც ამბავთა რამდენიმე რკალს ქმნის, ამავე დროს ნაწარმოებში არ მოიპოვება არც ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი ან პასაჟი გარკვეული ფუნქციის გარეშე" – ს. ცაიშვილი.