ნაშრომის „უფლისციხე, II“ მიზანია მკითხველს გააცნოს ძველი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გარეგნული სახით უნიკალური საქალაქო ცენტრის გათხრებისას 1963-1969 წლებში მოპოვებული მასალები, რომლებიც წინაფეოდალური ხანით თარიღდება. ეს მასალები შეიცავენ ძვირფას მონაცემებს არა მარტო უფლისციხის, არამედ, საერთოდ, ადრეკლასობრივი ხანის იბერიის ქალაქების შესწავლისათვის.