ტაჯიკური საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებლის სადრიდინ აინის „ბუხარა“ ავტორის მოგონებებს შეიცავს (ორიგინალში მას ასეც ეწოდება - „იადდაშთჰა). აინის განზრახული ჰქონდა, აღეწერა თავისი ცხოვრება მისი მეხსიერების დასაბამიდან – XIX ს. ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან, XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე. ,,მოგონებები” რამდენიმე წიგნად იყო ჩაფიქრებული. სამწუხაროდ, მწერალმა ოთხი ნაწილის დაწერა მოასწრო და თხრობის მიყვანა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისამდე შეძლო (ამ დროისათვის ს. აინი 26 წლის იყო და როგორც მოქალაქესა და შემოქმედს თავისი მრწამსი უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა), მაგრამ რაც მოასწრო, ტაჯიკური ლიტერატურის შედევრად იქცა.