„„გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარადიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... სრულიად ლოგიკურია, რომ რომანი კენ კიზიმ დაწერა - ადამიანმა, რომელიც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და მუდმივი, ნაირგვარი შემოქმედებითი ძიებებით ამერიკული კონტრკულტურის ორგანული ნაწილი იყო. წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა"".