მონოგრაფიაში შესწავლილია კავშირები ქართულ ენაში სალიტერატურო ენის საფეხურების მიხედვით (ძველი ქართული, საშუალო ქართული, ახალი ქართული) და ყველა თანამედროვე დიალექტის მონაცემთა გათვალისწინებით. მოცემულია სრული აღწერა საკავშირო ერთეულებისა მრავალფეროვანი კონტექსტების ფონზე.
წიგნში, ამასთანავე, განხილულია რთული წინადადების სინტაქსის ზოგიერთი საკვანძო საკითხი და გარკვეულია კავშირებს მნიშვნელობა ჰიპოტაქსური კონსტრუქციების აღმოცენების კვლევა-ძიებისათვის. ნაშრომი განკუთვნილია ფილოლოგებისათვის.