წიგნში გამოქვეყნებულია ვეფხისტყაოსნის რითმათა ისეთი სიმფონია, რომელშიც ანბანის რიგზეა განლაგებული პოემის რითმები, წარმოდგენილი კარედებში. რითმებთან გაერთიანებულია სტროფები, რომლებიც ერთნაირ რითმებს ატარებენ. სიმფონიას ერთვის რითმებისა და სარითმოდ გამოყენებულ სიტყვათა საძიებლები. მეორე ნაწილი შეიცავს პოემაში გამოყენებული სიტყვების მარცვლობრივი განაწილების ცხრილებს. სიმფონიასა და სიტყვათა მარცვლობრივი განაწილების ცხრილებს წინ უძღვის გამოკვლევა ვეფხისტყაოსნის მეტრსა და რითმაზე, რომელშიც ახლებურადაა გაშუქებული ვეფხისტყაოსნის ლექსთწყობის ძირითადი საკითხები.