პირანდელოს ნოველები პატარა დრამებს უფრო წააგავს, სადაც მკაფიოდ და დაძაბულადაა გამოხატული მოქმედება და ეფექტურად იხსნება კვანძი. საინტერესოა თავისი „ცოცხალი სულით“. ავტორი გულწრფელად წუხს დამცირებული და ტანჯული ადამიანების გამო. კაშკაშა, რეალური ფერებით და დიდი სიყვარულით ხატავს პატარა ადამიანის ფსიქოლოგიას.