შრომა ეძღვნება ისტორიული ჰერეთის ალაზნის მარცხენა ნაპირის ტოპონიმიის შესწავლას, იგი შეიცავს ორ ნაწილს: პირველში დახასიათებულია მოცემული რეგიონის ტოპონიმთა ძირითადი სტრუქტურული მოდელები და გაშუქებულია ტოპონიმთა საწარმოქმნო აფიქსების წარმომავლობა-პროდუქტიულობის საკითხები, მეორე კი ეთმობა ადგილებზე აღწერილ ტოპონიმთა ლექსიკონს.