წიგნში განხილულია აღმოსავლეთ საქართველოს მთის ორი კუთხის, მთიულეთისა და გუდამაყრის ტოპონიმია, მოცემულია ავტორის მიერ ადგილზე დეტალურად აღწერილი 7000 ტოპონიმის შინაარსობრივი და ენათმეცნიერული ანალიზი, სემასიოლოგიური კლასიფიკაცია, გამოვლენილია სახელდების პრინციპები განხილულია მარტივი, რთული და შედგენილი ტოპონიმების ჯგუფები, გამოყოფილია შედგენილ ტოპონიმთა მოდელები; ახსნილია ზოგიერთი უცნობი ტოპონიმი. ტოპონიმთა გაანალიზებისას მოშველიებულია და მიმოხილულია თანამედროვე ტოპონიმიკური, ენათმეცნიერული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ისტორიული ლიტერატურა.