ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართული ზმნური მორფემების სტრუქტურული მოდელები

გამოცემის წელი1982
გამომცემლობამეცნიერება
რედაქტორიშოთა ძიძიგური

ნაშრომში განხილულია მორფემასთან დაკავშირებული ზოგადთეორიული საკითხები. მოცემულია ზმნურ მორფემათა რანგობრივი კვალიფიკაციის დამატებითი წესები; ახსნილია ერთ რანგში გაერთიანებული მორფემების ურთიერთმიმართება – დადგენილია, რომ მორფემათა ერთ რანგში გაერთიანების საფუძველს წარმოადგენს მათი გრამატიკულ მიმართებათა იდენტური ან რელატიურ-იდენტური მნიშვნელობა; შემუშავებულია მორფემათა კვლევის ზოგი ახალი მეთოდური წესი, რომელთა გამოყენების შედეგად ქართულში დადასტურდა სპეციფიკური ურთიერთმიმართება გვარისა ქცევასთან და კაუზატივისა გვართან, რამაც ახლებურად გააშუქა მათ აღმნიშვნელ ნიშანთა ფუნქციები. ნაშრომს ერთვის ზმნურ მორფემათა სტრუქტურული მოდელები.