ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის – თომას ვულფის რომანი „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას დაბადებიდან 20 წლამდე. მწერალი განსაკუთრებულად მძაფრად და ემოციურად აღწერს მორცხვი, მდიდარი წარმოსახვის, გამორჩეული ბიჭის ცხოვრებას პატარა ქალაქში, მის განცდებსა და ტკივილებს, მარტოობასა და სწრაფვას, გაექცეს სინამდვილეს, საკუთარ ოჯახს და სადღაც შორს იპოვოს ბედნიერება.