ავტორის შესახებ
თომას კლეიტონ ვულფი ( დ. 3 ოქტომბერი, 1900 – გ. 15 სექტემბერი, 1938 ) – ადრეული XX საუკუნის ამერიკელი რომანისტი. მის კალამს ოთხი რომანი, არაერთი მოთხრობა, პიესა და ნოველა ეკუთვნის. მწერლის შემოქმედებისთვის დამახიასიათებელია ორიგინალური, პოეტური, რაფსოდული და იმპრესიონისტული პროზისა და ავტობიოგრაფიის სინთეზი. მის წიგნებში ამერიკული კულტურა მგრძნობიარე, სოფისტიკური და ჰიპერანალიტიკური პერსპექტივიდანაა ასახული. გარდაცვალების შემდეგ ვულფს უილიამ ფოლკერმა თაობის უდიდესი ტალანტი უწოდა. თავისი შემოქმედებით ვულფმა გავლენა მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ჯეკ კერუაკი, რეი ბრედბერი და ფილიპ როთი. ვულფი, როგორც ავტობიოგრაფიული პროზის ერთ-ერთი პირველი ავტორი, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. აგრეთვე იგი ყველაზე სახელგანთქმულ ჩრდილოეთ კაროლინელ მწერლად მიიჩნევა.