ნაშრომში ცალკე არის გამოტანილი დროში დაკარგული ხატებები კავკასიის მითიური მოსახლეობისა ცალთვალა გოლიათების სახით, მიჯაჭვული პერსონაჟები, კავკასიური ტიტანომახიის წარმომადგენელნი. გველეშაპის არქეტიპული სახე, რომელზეც, როგორც ავტორი თვლის, უფრო მოგვიანებით ჩამოყალიბდა გველთმებრძოლობის ინდოევროპული მითი და სხვა სახეები და მოტივები, რომელთაც მოამზადეს საფუძველი ორი დიდი კავკასიური ეპოსისითვის: ამირანისა და ნართების ეპოსისთვის.