წინამდებარე ნაშრომში განიხილება დავით გურამიშვილის პოეზიის ლიტერატურული წყაროებისა და პოეტიკის ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი. წარმოჩენილია ავტორის დაკვირვებები სასულიერო მწერლობასთან (ბიბლია, ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია... „დავითიანის“ გენეტიკურ–ტიპოლოგიური მიმართების თაობაზე კვლევის შედეგები საფუძველს ბადებს, შედარებით ღრმად ჩავწვდეთ პოეტის მსოფლმხედველობისა და სახისმეტყველების რთულ, მაგრამ საინტერესო სამყაროს.