ავტორის შესახებ
ტიტე მოსია ( დ. 1946 ) – პოეტი, პედაგოგი. დაიბადა სოფელ კახათში (ზუგდიდი). სწავლობდა ქვემო კახათის შვიდწლიან სკოლაში, შემდეგ კი – ხეთის (ხობის რაიონი) სასოფლოსამეურნეო ტექნიკუმში. 1970 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და იქვე დატოვებულ იქნა სამუშაოდ ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. 9 წელი მუშაობდა ლაბორანტად. 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელია, ხოლო 1984 წლიდან − დოცენტი. აფხაზეთის ომის შემდეგ წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო და საერო უმაღლეს სასწავლებლებში: თსუ-ს სოხუმის ფილიალი, ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი (განაგებდა ქართული და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრას), სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი (იყო ფილოლოგია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანი). ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სოხუმის ცოტნე დადიანის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. 1996 წლიდან თსუ ზუგდიდის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანია. 2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. გამოცემული აქვს 15 პოეტური კრებული.