ნაშრომში გაშუქებულია შავი ზღვის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მობინადრე სხვადასხვა ტომთა და ჯგუფთა შერწყმის შედეგად აფხაზებისა და მათი სამეფოს ჩამოყალიბება შუა საუკუნეებში. როგორც წერილობითი წყაროები, ასევე მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები, ქრისტიანული სამღვდელმთავრო კერების შემოქმედების შინაარსი, აგრეთვე ადგილობრივი ეთნონიმები, ტოპონიმები, ჰიდრონიმები და სხვა მოწმობენ, რომ „აფხაზები“ ქართველებია, ხოლო მათი სამეფო, თავისი ტერიტორიით, ენით, მართვა-გამგეობით, ყოფა-ცხოვრებით, განათლებით, დედაქალაქით და სხვა - საქართველო.