დიგიტალური რუსთველოლოგია დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა და ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს, რუსთველოლოგიის თანამედროვე ეტაპს წარმოადგენს, აღჭურვილს დიგიტალური ტექნოლოგიებით: „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების, ბეჭდური გამოცემების და თარგმანების მრავალენოვანი პარალელური კორპუსით, კორპუსლინგვისტური დამუშავებისა და ინტერდისციპლინური კვლევის შესაძლებლობებით.