,,კრებულის სახელწოდება – ჭაბუა ამირეჯიბიდან აკა მორჩილაძემდე – მიგვანიშნებს პიეტეტს ტრადიციული ქართული უფროს უმცროსობისადმი, რაც დღეს განქარვების პირასაა. ბოლო 10-15 წლის მანძილზე დაწერილი სტატიები მწერალთა ასაკის მიხედვით არის დალაგებული. ამგვარი პირობითობა უფრო თამაშს რომ მოგვაგონებს, ყოველთვის არ არის დაცული. გამონაკლისია ამ მხრივ კრებულის მეორე ნაწილიც, მთარგმნელით და აწ გარდასულ მწერლებსა და ლიტერატურათმცოდნეებს რომ ეხება. საერთოდ კი, შემოქმედისათვის ასაკობრივი „ცენზის“ დაწესება მიუღებლად მიმაჩნია. „თაობათა ერთობის“, ეროვნულ ფასეულობათა მარადიულობის რწმენითა ღა იმედით დაიწერა ეს წიგნიც" – ლალი ავალიანი.