წინამდებარე კრებულში შევიდა ქართული მწერლობის თითქმის ყველა საუკეთესო ნაწარმოები, რაც კი უშუალოდ საბავშვო მწერლობას განეკუთვნება, აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის ნაწარმოებები, რომელთაც განსაკუთრებული აღმზრდელობითი და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვთ. კრებულში ნაწარმოებები, მცირე გამონაკლისს გარდა, წარმოდგენილია მთლიანი სახით.