ქართული საბჭოთა არქეოლოგიის ფუძემდებლის გიორგი ყაფლანის ძე ნიორაძის ბიობიბლიოგრაფია მოიცავს 1903-1987 წლების ლიტერატურას: სამეცნიერო შრომებს, რეცენზიებს მათზე, სამეცნიერო-პოპულარულ, ლიტერატურულ-კრიტიკულ, საზოგადოებრივ პოლიტიკურ შრომებს და ლიტერატურას გიორგი ნიორაძის შესახებ. მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით, ცალკეა გამოყოფილი გ. ნიორაძის დაბადების 100 წლისთავის ამსახველი მასალები. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის გ. ნიორაძის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები, ერთვის პირთა და შრომების ანბანური საძიებლები.