იტალიელი მისიონერის პიეტრო ავიტაბილეს რელაციონი XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიურ ცხოვრებას ეხება, მასში შემონახულია მნიშვნელოვანი ცნობები ქართველების თავდაცვით ბრძოლებზე ირანის აგრესიის წინააღმდეგ, თეიმურაზ მეფის პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ადგილობრივ სასულიერო და საერო პირთა ცხოვრების შესახებ.