ქართველი ხალხის მიერ შექმნილი ეპოსი მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია. პროზაული თქმულებანი, გადმოცემები, ლეგენდები, მითოლოგიური, საგმირო, რომანული თუ ისტორიული ხასიათის დიდი ეპიკური ციკლები, ლიტერატურიდან გადმოსულ-გადაკეთებული და ზეპირად მრავალ ვარიანტად გავრცელებული ეპიკური ხასიათის ნაწარმოებნი უხვადაა წარმოდგენილი ქართულ ფოლკლორში.