,,წინამდებარე მონოგრაფიის ავტორი მკითხველს სთავაზობს კახეთის ბარისა და კახეთის მთიანეთის (თუშ-ფშავ-ხევსურეთის) მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან ისეთი საკვანძო-პრობლემური საკითხების განხილვას, რომლებიც დღემდე ან სათანადოდ არავის შეუსწავლია, ანდა ქართულ ისტორიოგრაფიაში ბევრი მათგანი არასრულყოფილად და, ზოგ შემთხვევაში. დამახინჯებულადაც კია განხილული. მაგალითად, ერეკლე პირველისა და ერეკლე მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგიერთი ეპიზოდი, თელავის ქალაქად წარმოქმნა-ჩამოყალიბების ისტორია, კახეთის ბაგრატიონთა ლეგიტიმურობის საკითხისათვის, წანარების ვინაობისა და კახეთის ისტორიაში მათი როლის შესახებ, კახეთის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრის საკითხისათვის, აღმოსავლეთ კახეთის (ამჟამინდელი ბელაქანის, კახის და ზაქათალის რაიონების) დედა-სამშობლოდან ჩამოცილება-დაკარგვის მიზეზთა ისტორიისათვის და სხვა".