ავტორის შესახებ
ვალერიან ელანიძე ( დ. 11 იანვარი, 1931, სოფ. ჩიღო, ახმეტის მუნიციპალიტეტი – გ. 2017 ) – ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1999).
დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1960). 1961-1999 წლებში მუშაობდა ამავე დაწესებულებაში (შემდგომში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე. ძირითადად იკვლევდა თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).