მონოგრაფიაში განხილულია გვიანფეოდალური ხანის თუშეთის განსახლებისა და მისი ეთნიკური შემადგენლობის, თუშეთის გვაროვნულ-თემური მმართველობის სისტემის „ცენტრალურ ხელისუფლებასთან თუშეთის დამოკიდებულების, 1659 წლის კახეთის აჯანყებაში თუშების მონაწილეობის, თუშების და იმიერკავკასიელი მთიელების ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის, მეზობელ ხალხებთან თუშების დამაკავშირებელი გზებისა და თურქი დამპყრობლებისაგან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის წარმოებულ ომებში თუშთა ასეულების მონაწილეობის საკითხები; შესწავლილია კახეთის ბარში თუშების მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები.