““შაჰ-ნამეს” საერთაშორისო კვლევის სარბიელზე ყურადღების მიღმა რჩებოდა ის ფაქტი, რომ ჩვენმა წინაპრებმა ადრეულ ხანაშივე დაიწყეს როგორც ფირდოუსის პოემის, ასევე მისი მიბაძვით შექმნილი თხზულებების თარგმნა. ეს ძეგლები დღემდე შემონახულია, თუმცა დღემდე არავის გამოუყენებია ”შაჰ-ნამესა” და მისი ვერსიების ზემოაღნიშნული ქართული თარგმანები. წინამდებარე გამოკვლევაში ერთმანეთთან შეპირისპირებულია ”შაჰ-ნამეს” სპარსული და ქართული ტექსტები".