,,მეცნიერებმა ”ვის-ო რამინის” კრიტიკული ტექსტის დადგენის საქმეში გამოიყენეს მსოფლიოს სიძველეთა ყველა საცავში დაცული ხელნაწერი, გარდა ბომბეის ნუსხისა. ამ ნუსხის მოპოვება მოხერხდა სულ რამდენიმე წლის წინ და მის წაკითხვებს ჯერ არათუ ფართო მკითხველი საზოგადოება, არამედ სპეციალისტებიც კი არ იცნობენ. წინამდებარე გამოკვლევაში გთავაზობთ ”ვის-ო რამინის” ბომბეის ნუსხის ვარიანტული წაკითხვებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პოემის ორიგინალის აკადემიური ტექსტის დადგენის საქმეში".