მონოგრაფიაში განზოგადებულია და ფსიქოლოგიურად გაანალიზებული ექსპერიმენტული სწავლების გამოცდილება, რომელიც ხორციელდებოდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საბაზო-ექსპერიმენტულ (ქ. თბილისის #2 და #3) სკოლებში. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მათემატიკის სწავლების გამოცდილებას 6-7 წლის ბავშვებთან. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაწყებითი სწავლების ლაბორატორიაში შეიქმნა მათემატიკის ორიგინალური პროგრამა და სახელმძღვანელო ამ ასაკის ბავშვებისათვის. მონოგრაფიაში გაანალიზებულია აგრეთვე კითხვის სწავლების მეთოდურ-ფსიქოლოგიური საკითხები და აგრეთვე დაწყებითი სწავლების ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა დიდაქტიკური თამაში.