ავტორის შესახებ
იათამზე კოტეტიშვილი ( დ. 14 ოქტომბერი, 1929 ) – ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1963), დოქტორი (1993). სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის განხრით და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1957 წლიდან ამავე ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. 1972-1974 წლებში ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1974-1986 წლებში დაწყებითი სწავლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1986-2006 წლებში პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე იყო. მომდევნო წლებში, ინსტიტუტის დახურვამდე (2011) მთავარი მეცნიერის თანამდებობა ეკავა. პარალელურად ნაყოფიერად მოღვაწეობდა პედაგოგიურ სარბიელზე. წლების განმავლობაში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიკური უნივერსიტეტის პროფესორი.