ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ანა კალანდაძის ესთეტიკის საკითხები

გამოცემის წელი2009
გამომცემლობაუნივერსალი
რედაქტორიტიტე მოსია

ნაშრომში ანა კალანდაძის ესთეტიკის უმთავრეს მახასიათებლად მიჩნეულია მისი რელიგიურობა, პოეტური ნიჭის გააზრება სულიწმიდის მადლად, ხოლო შთაგონების მოვლინება გამოიხატება ტერმინით „მობერვა". წიგნში საუბარია დიდი შემოქმედისათვის დამახასიათებელ საიდუმლოზე, საღვთო სიბრძნეზე, მისტიკურობაზე, მშვენიერის, ამაღლებულის, ჭეშმარიტების კატეგორიებზე, მუსიკალობის, ეროვნული ტრიადის – ენა, მამული, სარწმუნოება – პრიორიტეტზე, ხილულის თუ უხილავის, მიწის და ზეცის, „ორი ქვეყნისადმი” ინტერესზე, „ყოველთა დიდ სიყვარულზე“ – ღმერთზე, როგორც ანა კალანდაძის შემოქმედების ცენტრალურ პრობლემაზე. შესწავლილია შემოქმედების უმთავრესი წყაროები, ყურადღება ეთმობა პოეტის კუმირებს. ნაშრომში ნაჩვენებია, რამდენად ეწინააღმდეგებოდა პოეტის თავისუფალი სული გაბატონებულ დოგმებს, შეკვეთებს, სტერეოტიპებს.