ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კაცობრიობის პირველი ანბანი; მეოცე საუკუნის უდიდესი აღმოჩენა; შუმერულ-ქართული (სვანური) პარალელები

გამოცემის წელი1997
გამომცემლობასამშობლო

,,აღმოჩენილია კაცობრიობის პირველი ანბანი, რომლის შემქმნელები არიან შუმერები. ქართველები ამ ანბანს ასომთავრულს უწოდებენ და იგი შორეულ წარსულში გამოყენებაშიც ჰქონდათ. იგი კოსმიური ანბანია, სადაც მთვარე და მზე ასო-ნიშნებადაა გამოყენებული. თითოეული ასო-ნიშანი (სულ 35) ფილოსოფიური წიგნივით იკითხება. მათშია დაუნჯებული სამყაროსეული საიდუმლოებანი, მათ შორის მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რაზედაც აქამდე მეცნიერებას წარმოდგენაც არ ჰქონდა, შუმერული ენა, რომელიც დაახლოებით ოთხი ათასი წელი მკვდარ ენად ითელება, კვლავაც ცოცხლობს ქართული ენის უძველეს სვანურ-მეგრულ დიალექტებში. საქართველოს მთიანეთში მცხოვრები სვანები დღემდე ინახავენ შუმერულ ღვთაებათა პანთეონის რელიგიურ კულტებსაც, ამ უდიდესი აღმოჩენით არაერთ ცხოვრებისეულ საიდუმლოებას ეხდება ფარდა. ამასთანავე იგი დედამიწის ბინადართა შორის მშვიდობის, თანამშრომლობისა და ერთიანობის იდეოლოგიურ იარაღადაც იქცევა, რაც ნიადაგს აცლის ყოველგვარ პოლიტიკურ თუ რელიგიურ დაპირისპირებებს".