ავტორის შესახებ
გიორგი ციციშვილი ( დ. 23 ნოემბერი, 1922 – გ. 29 ოქტომბერი, 2005, თბილისი ) – ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1986), მეორე მსოფლიო ომის (1941–1945) მონაწილე.