ქრესტომათიაში მოცემულია დიალექტების გამომხატველი მასალა, შეკრებილი საქართველოს სხვადასხვა დიალექტურ რაიონში. ესენია: რაჭული, შუაიმერული, ქვემოიმერული, ლეჩხუმური, აჭარული (ქობულეთური მეტყველება), მთიულური, ფშაური და მესხური დიალექტების მონაცემები. გარდა ამისა, წიგნში შესულია ნიმუშები დაბეჭდილი ტექსტებიდან და სხვადასხვა სპეციალისტის მიერ შეკრებილი გამოუქვეყნებელი მასალებიც. ამრიგად, ქრესტომათიაში მოქცეულია ყველა ქართული დიალექტის სანდო და მეცნიერულად დადგენილი ტექსტი, მოცემულია თანამედროვე ქართული ცოცხალი მეტყველების მთლიანი სურათი.