წინამდებარე ნაშრომში გადმოცემულია გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ზოგიერთი მხარეები. სხვადასხვა არქივებში დაცული დოკუმენტური მასალის, აგრეთვე მეცნიერის შემოქმედების შესახებ არსებული ლიტერატურისა და თანამედროვეთა მოგონებების გამოყენების საფუძველზე ავტორი იძლევა ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის დახასიათებას მის საქმიანობას კულტურის ფრონტზე, გამოკვლევის კულტურის ისტორიის სხვადასხვა პრობლემებზე, ამასთან მოგვითხრობს მეცნიერის ურთიერთობათა შესახებ თავისი დროის გამოჩენილ თანამედროვეებთან.