ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, 1

გამოცემის წელი1996
გამომცემლობამეცნიერება

,,ტერმინოლოგიური კვლევა გულისხმობს ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ ასპექტთა და მსოფლმხედველობრივ წვდომათა თვისობრივ განუყოფლობას. ტერმინი, ეკლესიური სწავლებით, არის არა მშრალი, აბსტრაქტული ცნება, არამედ ცოცხალი მონაცემი სულიერი აღქმის ტვიფარი. რამდენადაც ქრისტიანობა ბუნებრივი მთლიანობაა პრაქტიკისა და თეორიისა, ანუ, ძველი ქართულით, "საქმისა და "ხედვისა! ამდენად ქრისტიანული ლიტერატურის მეცნიერული შესწავლის გზად ტერმინთძიებითი კვლევანი გამართლებულია, რადგან ამგვარი კვლევითი გეზი ადეკვატურია, თანაგვარია საკვლევი მასალის თვისებისა ანუ, პეტრიწის სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი "შესაბამია თვსისა არსებისა". ტერმინული ასპექტით ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა უმდიდრესზე უმდიდრეს მასალას გვაწვდის. ტერმინოლოგიურ ნაიგვარობათა ამ უსიერ ტევრში გზის გაკვლევა, ცხადია, უნდა მოხდეს კანონზომიერი, თანდათანობითი და წყაროთმცოდნეობითად არგუმენტირებული განხილვების წესით, ყოველი მნიშვნელოვანი ტერმინის დამოუკიდებელი ტერმინთმცოდნეობითი ანალიზის მეთოდით. აღნიშნული წიგნი ერთ-ერთი ცდაა ამგვარი კვლევისა. „საფუძვლად აღებულია სევერიანე გაბალოვნელის "ექუსთა დღეთას" ქართული თარგმანი".