ავტორის შესახებ
ედიშერ ჭელიძე (დ. 4 აგვისტო, 1959, მახარაძე) — ქართველი თეოლოგი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), თეოლოგიის დოქტორი (2013), პროფესორი (1999). თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე.