ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ზარები ოცდაათიანი წლებიდან

გამოცემის წელი2003
გამომცემლობაინტელექტი

„ეპოქის შვილის აღსარება“ – ასე უწოდა ჯუმბერ თითმერიამ ირაკლი აბაშიძის მოგონებებს „ზარები ოცდაათიანი წლებიდან“. ამ მოგონებების წერა ირაკლი აბაშიძემ 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში დაასრულა, უკანასკნელი კორექტურა წაიკითხა, მაგრამ გამოქვეყნებას ვეღარ მოესწრო. მოგონებები დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“ (1992 წ., #1), იმავე ნომერში დაიბეჭდა გამოსათხოვარი ირაკლი აბაშიძესთან. მოგონებებზე მუშაობდა მძიმედ და დიდი ტკივილით. ჩქარობდა, ალბათ გრძნობდა „მოახლოებას". მწერლის არქივში ინახება ამ მოგონებების რამდენიმე ვარიანტი, თუმცა მკითხველი რომ არ აეფორიაქებინა, მან ეს ვარიანტი აირჩია. „შენ, შენ დაეცი იმ წელს, როცა საქართველოზე, კაენის სულის აღზევებამ გადისრიალა“ – პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილი ეს ლექსი ირაკლი აბაშიძემ 50-იან წლებში დაწერა და იმ დღიდან ამ მოგონებებისათვის ემზადებოდა. ემზადებოდა მის თვალწინ დატრიალებული ტრაგიკული ისტორიის გადმოსაცემად. სურდა, მისი თაობის დიდი გამოცდილებით შეეხედა დღევანდელობისთვის. თუ რამდენად გაართვა თავი ამ პრობლემას, მკითხველმა შეაფასოს" – ირინე, ზურაბ, ვახტანგ აბაშიძეები.