სერიით „ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები” პირველად ქვეყნდება IV-V სს-ის დიდი ბიზანტიელი ღვთისმეტყველის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიათა კრებულის, „მარგალიტის” ქართული თარგმანი, შესრულებული X-XI სს-ში უდიდესი ქართველი საეკლესიო მამისა და მოაზროვნის, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ. კრებული წარმოადგენს სწავლების ფორმის მქონე ამონარიდებს იოანე ოქროპირის ქადაგებებიდან, თარგმანებებიდან და საუბრებიდან. „მარგალიტის” ქართული თარგმანის სტრუქტურა შემუშავებულია მთარგმნელის მიერ – ბერძნული წყაროს მისთვის დამახასიათებელი მეთოდით გადამუშავების შედეგად ეფთვიმე მთაწმიდელმა ღრმა საღვთისმეტყველო ნააზრევი უაღრესად გამარტივებული და ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი ფორმით გადმოსცა. ტექსტზე დართულ გამოკვლევაში მიმოხილულია ის უძველესი, XI-XIII სს-ის ნუსხები, რომელთაც ემყარება გამოცემა, ნაჩვენებია მათი ურთიერთდამოკიდებულება და, ასევე, კავშირი „მარგალიტის” შემცველ გვიანდელ, XVIII-XIX სს-ის ნუსხებთან, შესწავლილია ქართული რედაქციის მიმართება ბერძნულ წყაროსთან.