წიგნის ხელში აღებისთანავე სადღესასწაულო და ბედნიერი სიტყვა ქორწილი შემოგანათებთ – თითქოს შორეთში მიკარგული ღიმილით, გვირგვინით, თაიგულით - იქვე, კუთხეში მიჩუმათებული შემოქმედის ფიქრებში. წასული, ნისლდაფენილი სახე - მის უკან კი ჯალათი წითელი მოსასხამით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სიხარული და სევდა, ზეიმი და. მოწყენა, სიკეთე და ბოროტება, სიკვდილი და სიცოცხლე განუყოფელი ცნებებია. და რადგან პერ ლაგერკვისტის თხზულებათა კრებულის, მანანა მიქელაძისეული მშვენიერი თარგმანების, სათაურად მაინც ქორწილი შეირჩა, ჩვენც ამით დავიწყოთ.